22:48 | 2021-09-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

“დიდი ვერაგი რამ ყოფილა ეს კოვიდი. მოდის და ჟანგბადს გეცილება” – ამ სიტყვების ავტორი დღეს კოვიდთან დამარცხდა

“დიდი ვერაგი რამ ყოფილა ეს კოვიდი. მოდის და ჟანგბადს გეცილება” – ამ სიტყვების ავტორი დღეს კოვიდთან დამარცხდა

“მოდის კოვიდი და ჟანგბადს გეცილება, არ გაძლევს სუნთქვის საშუალებას” – სულ რაღაც 3 დღის წინ ამას წერდა ორონავირუსზე ინფიცირებული გოგი ხარაბაძე წერდა. ის დღეს ვირუსთან ბრძოლაში დამარცხდა.

 

გოგი ხარაბაძეს მეგობრები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

 

წავიდა კაცი. ხელიც რომ არ ჩამოგირთმევია. არც გინახავს ლაივში და მაინც რომ გეიმედება, ისეთი კაცი წავიდა. ძლიერი, ნამუსიანი, გულიანი ახალგაზრდა კაცი. გოგი ხაზარაძე როგორ მეგონა, რომ მოერეოდა, როგორ მჯეროდა.” წერს მეგობარი.

 

მანამდე კი, 1-ლ აგვისტოს თავად გოგი ხარაბაძე მეგობრებს კლინიკიდან მიმართავდა და მათ ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა…

 

„მე, პირადად, ჩემს თავს გადახდილი უტყუარი ფაქტებით შემოგეხიდებით და აცრა უნდა გაიკეთოთ თუ არა, რაციონალურად მიუდექით და გადაწყვიტეთ. ჩემი აზრით, აუცილებლად გასაკეთებელია…

 

დღემდე ვერ მოვიკრიბე ძალა რომ აქ დამეწერა რამე. ახლა შევძელი მხოლოდ…

 

დიდი ვერაგი რამ ყოფილა ეს კოვიდი. მოდის და ჟანგბადს გეცილება, არ გაძლევს სუნთქვის საშუალებას.

 

ეს პატარა ომი არაა. ომობ კოვიდთან და მეორეს მხრივ საკუთარი თავის ფსიქოლოგიასთან, რათა აუცილებელია არ გატყდე, არ დანებდე…

 

თავს მოუფრთხილდით“. – წერდა ინფიცირებული.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X