14:06 | 2020-08-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

დიდუბეში აფეთქების შედეგად ქალმა სხეულის 20%-ის დამწვარობა მიიღო – როგორია მეორე დაშავებულის მდგომარეობა?

დიდუბეში აფეთქების შედეგად ქალმა სხეულის 20%-ის დამწვარობა მიიღო – როგორია მეორე დაშავებულის მდგომარეობა?

დიდუბეში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე დაშავებული 68 წლის ქალბატონი, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მას სხეულის 20%-მდე აქვს დამწვარი.

 

„შემოვიდა ორი პაციენტი, 68 წლის ქალბატონი 25 პროცენტის დაზიანებით და მეორე-მესამე ხარისხის სასუნთი გზების დამწვრობით. დამწვრობა აქვს სახეზეც. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.

 

აფეთქება დიდუბეში - არიან დაშავებულები
2020-08-14აფეთქება დიდუბეში - არიან დაშავებულები

 

მეორე პაციენტი, 29 წლის მამაკაცი,  მარტო სახე და მტევნებია დამწვარი მეორე მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს და მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. მიმდინარეობს მათი ინტენსიური მკურნალობა“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის ცნობით, უყურადღებოდ იყო დატოვებული წყლის გამაცხელებელი, რამაც გაზის დაგროვება გამოიწვია. მათივე ცნობით, საწყობში გაზგაყვანილობა თვითნებურად არის დამონტაჟებული, რის გამოც, სავარაუდოდ მოხდა აფეთქება.

 

„გამოძახების შემოსვლისთანავე ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფები გამოცხადდნენ ადგილზე. პირველი დათვალიერებით ირკვევა, რომ სავარაუდოდ, უყურადღებოდ იყო დატოვებული გაზის ონკანი, დანადგარის ონკანი. სავარაუდოდ ამან გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვება, ხოლო შემდგომ აფეთქება. ასევე, ერთი შეხედვით ჩანს, რომ აღნიშნულ ფართში ქსელი მოწყობილია მთელი რიგი დარღვევებით, თვითნებურად, რამაც სავარაუდოდ, ასევე გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა“, – განაცხადა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X