21:58 | 2021-07-26 ავტორი: Prime Time

დიდუბეში ბათუმიდან მომავალი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

დიდუბეში ბათუმიდან მომავალი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

თბილისში, დიდუბის სადგურის მახლობლად, ბათუმიდან მომავალი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა.

არაფერს ვნანობ. მოსახდენი უნდა მომხდარიყო - სალომე ჭაჭუა პირად ცხოვრებაზე საუბრობს
2021-07-26არაფერს ვნანობ. მოსახდენი უნდა მომხდარიყო - სალომე ჭაჭუა პირად ცხოვრებაზე საუბრობს

 

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულ მამაკაცს დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

მატარებელი ამ დროისთვის შეფერხებულია და ის გზის გაგრძელებას ცოტა ხანში შეძლებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

 

როგორც ალადაშვილის კლინიკაში ამბობენ, მამაკაცს ამ ეტაპზე ოპერაცია არ ესაჭიროება.

 

ავტორი: Prime Time

X