23:44 | 2020-03-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დილით კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაგვემატება – ამირან გამყრელიძე

დილით კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაგვემატება – ამირან გამყრელიძე

„ეპიდემიას ვერ ავცდებით, იმიტომ რომ კლასიკური განსაზღვრებით ეპიდემია უკვე გვაქვს, წინასწარი ინფორმაციით, დილით კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაგვემატება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ეპიდემიას ვერ ავცდებით, იმიტომ რომ კლასიკური განსაზღვრებით ეპიდემია უკვე გვაქვს. ჩვენ უნდა ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას.

 

ჩვენ უკვე გვაქვს ეპიდემია, იმიტომ რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა, ბოლო მონაცემებით კი ინფიცირების 70 შემთხვევა გვაქვს.

 

კვლევაში არის კიდევ რამდენიმე ნიმუში და წინასწარი ინფორმაციით, დილით კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაგვემატება, მაგრამ არა ბევრი.

 

ჩვენი მთავარი მიზანია, როგორმე ყველამ ერთად ავიცილოთ თავიდან კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება, როდესაც დღეში გვექნება არა 4-5-10, არამედ 50, 100 და 200 ახალი შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 70 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

დატოვე კომენტარი

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X