
Dior, Givenchy და Louis Vuitton უფასო სადეზინფექციო ხსნარებს გამოუშვებენ. ამის შესახებ CNN წერს.
LVMH აცხადებს, რომ იგი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა აწარმოოს სადეზინფექციო ხსნარები.
კომპანია, რომელიც აქამდე ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Dior და Givenchy, ძვირად ღირებულ სუნამოებსა და კოსმეტიკის საშუალებებს ამზადებდა, სადეზინფექციო ხსნარებს საფრანგეთის მთავრობას სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.
„LVMH თავისი სუნამოებისა და პარფიუმერიის ბრენდების ხაზებს სპეციალური ხსნარების დიდი რაოდენობით დასამზადებლად გამოიყენებს. საფრანგეთის ჯანდაცვის წარმომადგენლებთან მუდმივ კავშირში იქამდე გავაგრძელებთ ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას, სადამდეც ეს საჭირო იქნება“,- აცხადებენ კომპანიაში.
ამჟამად საფრანგეთში კორონავირუსით 5 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილთა რიცხვი კი 127-ს შეადგენს.






















