
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ურთიერშელაპარაკება გახდა.
ქალაქ რუსთავში მცხოვრებმა, 24 წლის თომა ბაბისაშვილმა, 38 წლის ზურაბ ბენაშვილი, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სიძე-ცილისძმას უთანხმოება წარსულშიც ჰქონდათ.
ამჯერად, ბაბისაშვილს, საკუთარი დის ოჯახიდან წაყვანა უნდოდა, რომელიც ბენაშვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.
შელაპარაკება სიძე-ცოლისძმას შორის, მკვლელობით დასრულდა. პოლიციამ ბაბისაშვილი უკვე დააკავა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























