23:47 | 2021-08-06 ავტორი: Prime Time

„დისკრიმინაცია რომ არ გამოვიდეს…“ – ვისთვის ითხოვენ ბიძინა კულუმბეგოვი და სტეფანე მღებრიშვილი მილიონს და ნახევარ მილიონს

„დისკრიმინაცია რომ არ გამოვიდეს…“ – ვისთვის ითხოვენ ბიძინა კულუმბეგოვი და სტეფანე მღებრიშვილი მილიონს და ნახევარ მილიონს

ბიძინა კულუმბეგოვი ტოკიოს ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილის ასპარეზობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

საქართველოში ერთ დღეში უკვე მეორე მიწისძვრა მოხდა
2021-08-06საქართველოში ერთ დღეში უკვე მეორე მიწისძვრა მოხდა

 

„გენო, ჩვენი გმირი. ამ ოლიმპიადაზე ყველა სინჯის მედლის მფლობელი დავაფასოთ ისე, როგორც ოქროსმედალოსანი! ერთი „ლიმონი” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

ასევე მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, გენო პეტრიაშვილისთვის მინიმუმ ნახევარი მილიონი ლარის გადაცემის ინიციატივით გამოდის.

 

„დისკრიმინაცია რომ არ გამოვიდეს იმათთან ვინც ოქროს მედალი აიღო, ნახევარი მილიონი მაინც უნდა ჩაურიცხოთ :)) ან მეტი… მაგეებში ვერ ვერკვევი. დარსოს უმაგრესი პოსტი“,- წერს სტეფანე მღებრიშვილი.

 

დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ ერთი მედალი შემატა. +125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალურ შეხვედრაში აშშ-ის წარმომადგენელ გეიბლ სტევსონთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ავტორი: Prime Time

X