23:19 | 2020-03-16 ავტორი: ანეტი მიქელაძე

დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა არ არის საკმარისი! – WHO-ს პრეზიდენტი

დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა არ არის საკმარისი! – WHO-ს პრეზიდენტი

„ტესტი, ტესტი და ტესტი“ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყნებს მოუწოდებს უფრო მეტი ადამიანი შეამოწმონ COVID-19-ზე.

 

„ყველაზე ეფექტური გზა დაავადებაზე გასამარჯვებლად ეს არის გადამცემი ჯაჭვის გაწყვეტა“, – განაცხადა ჯანმოს პრეზიდენტმა ტედროს გებრეიესუსმა. „ვერ შეძლებთ ეომოთ ხანძარს დახუჭული თვალებით. ვერ შევებრძოლებით პანდემიას, თუ არ გვეცოდინება ვინაა ავად, ამიტომ საჭიროა მეტი ტესტი და მეტი იზოლაცია“, – აცხადებს ჯანმოს პრეზიდენტი.

 

გებრეიესუსი მიესალმება ქვეყნების გადაწყვეტილებას მიმოსვლების შეჩერებასთან და სასწავლებლების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, ეს არ არის საკმარისი. „სოციალური კონტაქტების შემცირებით შესაძლებელია ვირუსის გადაცემის შემთხვევების შემცირება და ეს ეხმარება ჯანდაცვის სისტემას, შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ამ ეპიდემიის შესაჩერებლად. აუცილებელია, ყველა ზომის ერთად გატარება“, – განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა.

 

ჯანმოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია იზოლაცია თუ აშკარა სიმპტომები სახეზე არ არის, მაგრამ არსებობს საეჭვო ისტორია. „ჩაუტარეთ ტესტი ყველა საეჭვო პირს, თუ გამოვლინდა ვირუსი, მოძებნეთ კონტაქტები და მოახდინეთ მათი იზოლაცია, ვიდრე მათ გამოუვლინდებათ სიმპტომები“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X