
ირინა ტორონჯაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში მაყურებლის წინაშე ტელეწამყვანის ამპლუაში წარდგება.
ახალგაზრდა უფლებადამცველი გადაცემა „მენტალური ომების“ წამყვანი იქნება. რომელიც ეთერში რამდენიმე დღეში გავა.
– მე აუდიტორია მიცნობს სხვადასხვა ტელე-დებატებიდან, ერთი და იგივე თემით მიწვევდნენ ყველა არხზე, მივხვდი ეს უფლებები მხოლოდ ქალების უფლებების ჭრილში არ უნდა განვიხილოთ, რადგან უამრავი თემა არსებობს, რომლის ფართოდ და მასშტაბურად გაშლა შეიძლება.
ამიტომ, რუსთავი 2-ს შევთავაზე პროექტი, სადაც შევძლებდით ფართო დიაპაზონით სხვადასხვა თემების განხილვას. როგორც წესი ჩვენი საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად, აქეთ არიან ლიბერალები, იქეთ კონსერვატორები. მარტივად რომ ვთქვათ არის მოფემინისტო სასტავი და უფრო ე.წ. „ბნელი გრუზინები.
ყველა საკითხის დაპირისპირება ხდება ორი მხარის დებატებით. მე კარგად ვიცი რაზე „ვარდებიან“ ლიბერალები და კონსერვატორები.
ჩემი ძლიერი მხარე ის არის, რომ მე თვითონ მაქვს გამოცდილება, ვყოფილვარ ოპონენტი და ვიცი რა არის „ცხელი თემა“, შესაბამისად ეს თანაკვეთა მოხდა ჩემს და „რუსთავი 2“-ს შორის.
რუსთავი 2-საც უნდა ჯანსაღი და პროგრესული იდეები გაატაროს, აღარ უნდა ჩაკეტილები ვიყოთ, მედიას აქვს ეს პასუხისმგებლობა არ ვიყოთ ფსევდო ტრადიციებში და შედგა ეს თანამშრომლობა.
გადაცემას ჰქვია „მენტალური ომები“, საზოგადოების აზრის წესია მენტალური. სხვადასხვა მენტალიტეტის მქონე ადამიანები ერთმანეთს ეპაექრებიან და სწორედ ეს არის ომები.
ომები იმიტომ იწყება, რომ სუბიექტურ რეალობაში ვიკეტებით და გვიკვირს ესა თუ ის ადამიანი სხვანაირად როგორ ხედავს. ზუსტად ამ არგუმენტაციების წარმოდგენა მინდა ვინ როგორ ხედავს ქართულ რეალობას.
– თავად როგორ დამოკიდებულება გაქვთ რეალურად, ქართული ტრადიციების მიმართ?
– მე ქართულ ტრადიციებს პატივს ვცემ. ჩემი საჯარო გამოჩენა დაიწყო ლექსებით, ჩემთვის სიტყვა და ენასთან ბმა არის ძლიერი. როგორ შეიძლება არ მიყვარდეს ეროვნული და ჯანსაღი ტრადიციები. ჩემი ქორწილიც ამის მაგალითი იყო. როცა ტრადიციად ფუთავენ იმას რაც სიმახინჯეა, ამას ვებრძვი.
მაგალითად არ მომწონს ქალის სექსუალურობაზე გალაშქრება, გოგონა თუ ქალიშვილი არ გათხოვდა, შემდეგ იძულებული რომ ხდება თავი მოიკლას.
ქალი, რომელიც უარს ამბობს თავის სექსუალურობაზე, ვერცერთ სფეროში ვერ იქნება საკუთარი ინტერესების დამცველი. ვისაც როგორ უნდა ისე გათხოვდეს,. კაცისთვისაც ჩაგვრაა, მხოლოდ შემომტანი იყოს ოჯახში. რადგან ბევრ კაცს არ შეუძლია დღედაღამე გადებული იყოს, ვიღაც უნდა შეეხიდოს.
როდესაც რაღაცა დიდხანსაა დამკვიდრებული იწყება მტკიცება რომ ამის საპირისპირო არის კარგი. ეს არის ერთი გოიმობიდან მეორეში გადავარდნა. თუ არ ვარ ტრადიციული, მაშინ ითვლება, რომ თავისუფლება არის კლუბში დივანზე სექსი მქონდეს. ლიბერალური ფასეულობა არის ოჯახის სიძლიერე, ერთგულება.
სინამდვილეში მწვანედ შეღებილი თმა, ცხვირის გახვრეტა და დივანზე სექსი გაუგებარ პარტნიორთან არ არის ლიბერალიზმი. სწორედ ამის დანახება მინდა ჩემი გადაცემით.
– თქვენი მეუღლე როგორ შეხვდა თქვენს ახალ გამოწვევას?
– პირველი მხარდამჭერი და საყრდენი რომ უნდა გავაკეთო ჩემი გადაცემა, იყო ჩემი ქმარი. ჩემს თავზე მეტად მოსწონს ჩემი თავი. სადმე როცა შევდივართ, ეამაყება მისი ცოლი რომ ვარ. სულ ამბობს გულწრფელი და ემოციური რესპოდენტი ხარ. მეტად შეგეფერება წამყვანის ამპლუაო და როგორც სხვები მხედავენ უნდა სხვაც ისე მხედავდეს. ჩემზე მეტად სჯერა ჩემი თავის.
– რაზე კამათობთ მეუღლესთან?
– ყველაფერზე ვკამათობთ. ხანდახან შეიძლება არ იყოს საკამათო, მაგრამ ჩემში გროვდება ენერგია რომ ვიჩხუბო. როდესაც გყავს მეორე ადამიანი, რომელსაც იმდენად უყვარხარ, რომ გიქმნის იმ უსაფრთხო გარემოს, ვისთანაც შეგიძლია ეს ნეგატიური გამოხატო და მიგიღოს ისეთი როგორიც ხარ კომფორტია. როცა მინდა მაძლევს საშუალებას ვიკამათო და ვიჩხუბო.
მიყვარს წესების დაწესება. ერთი წელია ერთად ვართ, ახლა გვაქვს ურთიერთშეთანხმებები, მაგალითად როგორ იდოს თეფში. ლევანიც ტემპერამენტიანი ტიპია, მაგრამ უფრო დამთმობია.
მე თხის რქა ვარ , ის ქალწული და გამიმართლა.
– როგორიც წარმოგედგინათ ოჯახური ცხოვრება, ისეთი აღმოჩნდა?
– ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. 7 წელია მარტო ვცხოვრობ და კაცი რომ შემოვუშვი ოჯახში, დედაჩემსაც კი გაუკვირდა. როგორც ჩემს თავთან ვარ განმარტოებული, ისე ვარ ლევანთან ერთად. არ ვიღლები.
ასეთი ურთიერთობა არ წარმომედგინა. შეიძლება გიყვარდეს ადამიანი მაგრამ დაგღალოს, ჩვენს შემთხვევაში ასე არაა. ეს ადამიანი ჩემს ენერგეტიკულ ველში ისე არის, რომ მე არ მაქვს სურვილი განვმარტოვდე.
– ანუ თქვენს სახლში ცხოვრობთ?
– მე ჩემთვის ვცხოვრობდი და ჩემს სახლში შემოვიკედლე, ერთი ბუნაგი შევქმენით.
– რითი მოგხიბლათ?
– ჭურჭის რეცხვით მომხიბლა. საჩუქრები და ყვავილები ყველა ქალს მოსწონს. პირველად რომ დარეცხა ჭურჭელი ტვინში ამენთო რა კარგია. კაცი რომელსაც შეუძლია ქალის საქმეები გადაინაწილოს სასიამოვნოა. სადილს მე ვაკეთებ, ვალაგებ და ა.შ. კარანტინში აღმოვაჩინე კარგი კერძები რომ გამომდის.
– მოსაბეზრებელი არაა დამთმობ კაცთან ერთად ცხოვრება?
– დამთმობი და დამჯერი არ არის. კაცური და სადღაც მოძველბიჭოა. მაგის ძმაკაცებთან რომ ვნახე „ბირჟაზე“ „ბლატაობდნენ“, მეთქი ეს რა არის, მაგრამ მაგის მუხტიც აქვს. თან მღერის, თან ჭურჭელს რეცხავს და ეგ მომეწონა. ბულკივით მოჩმორიკებული ბიჭი არასდროს არ მომეწონებოდა. ლევანი ეკლექტურია, 37 წელი ვერ ვნახე ასეთი ტიპი.
თავიდანვე ზღვარგადასული სიხარულით მიმიღო დედამთილ-მამამთილმა. თბილი და უბრალო ადამიანები არიან, გაუხარდათ და გამოხატავენ. არაფერს ფასონობენ და კეკლუცობენ.