
დოკუმენტური ფილმის „გიორგი ანწუხელიძე” მონტაჟი დასრულებულია, – ამის შესახებ რეჟისორი შალვა შენგელი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა ვმუშაობთ ფერების კორექციაზე და ხმაზე, პარალელურად დათო ევგენიძე სპეციალურად ამ პროექტისთვის წერს მუსიკას და სულ მალე ფართო მაყურებელი იხილავს ახალ დოკუმენტურ ფილმს. როგორც ვიცი პირველი არხი ფილმის ეთერში გაშვებამდე გეგმავს კინოთეატრებში თავისუფალი ჩვენების მოწყობას, რაც ალბათ სამი დღე გაგრძელდება.
მიხარია, რომ ფილმის საშუალებით მალე გაიცნობთ და შეიყვარებთ ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს,“ – წერს შალვა შენგელი.
დაგაინტერესებთ ⇓






















