
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთმა მსოფლიოსთვის მიყენებული ზიანისთვის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც ტრამპი ამბობს, აშკარაა, რომ ვირუსის წარმოშობის წყარო უხანის ლაბორატორიაა.
ვფიქრობ, კოვიდ 19-ის წარმოშობის წყარო სრულიად აშკარაა. ის უხანის ლაბორატორიიდან წარმოიქმნა და ვფიქრობ, თუკი ვინმე რამეს განსხვავებულად ფიქრობს, ის, უბრალოდ თავის თავს ატყუებს. ჩინეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. მე მხოლოდ შეერთებულ შტატებზე არ მაქვს საუბარი, არამედ მთელ მსოფლიოზე.
ზარალი 60 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩინეთს 60 ტრილიონი არ აქვს, მაგრამ მათ უნდა მოიმოქმედონ რამე იმისთვის, რაც გააკეთეს. ის, რაც მათ მსოფლიოს გაუკეთეს, საშინელებაა და ეს არ წყდება,“- აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა.























