
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად გაივლის. ამის შესახებ CNN წერს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ანალიზებმა უარყოფითი შედეგი აჩვენეს.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მას თითქმის არ ჰქონდა კონტაქტი თეთრი სახლის ინფიცირებულ თანამშრომელთან.
მისივე თქმით, თეთრი სახლის ყველა თანამშრომელი კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად გაივლის.






















