
აშშ-ის პრეზიდენტმა TikTok-ის მფლობელი კომპანიისგან აშშ-ის ტერიტორიაზე ყველა აქტივის გაყიდვა მოითხოვა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC წერს.
ტრამპმა ამისთვის კომპანიას 3 თვის ვადა მისცა. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ითხოვს, რომ კომპანიამ გაანადგუროს ინფორმაცია ყველა მომხმარებლის პირადი მონაცემების შესახებ. გარდა ამისა, ტრამპმა ასევე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ByteDance-ს მუსიკალურ სერვის musical.ly-ის ყიდვა აუკრძალა და ეს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ახსნა.
მანამდე დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას „TikTok-ის საფრთხესთან ბრძოლის შესახებ“.
შეგახსენებთ, ტრამპის ბრძანებულების თანახმად, TikTok ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. პრეზიდენტმა TikTok-ის დეველოპერ ჩინურ კომპანია ByteDance-ს 45 დღე მისცა საიმისოდ, რომ TikTok ამერიკულ ფირმაზე გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ აპლიკაციას დაბლოკავს.






















