11:14 | 2020-09-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„დონას“ კლასტერი ფართოვდება – ჯამში ინფიცირებულია 45 ადამიანი

„დონას“ კლასტერი ფართოვდება – ჯამში ინფიცირებულია 45 ადამიანი

„დონას“ კლასტერი ფართოვდება. ინფიცირებული 25 ახალი პაციენტიდან 9 სწორედ აღნიშნულ კლასტერს ეკუთვნის, ჯამში ინფიცირებულია 45 პირი.

 

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

 

„გუშინ დადასტურდა კოვიდ ინფექცია 25 პაციენტთან, მათგან 9 გახლავთ ცნობილი „დონას“ კლასტერიდან, 8 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი, აქედან 3 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა და 1 აქედან სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 1 გახლავთ რუსთავის ავერსის თანამშრომელი და ერთი შემთხვევა გვაქვს მხოლოდ, რომლის წყარო დადასტურებული არ არის ჯერჯერობით და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კერა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X