
გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.
ინფიცირებულთაგან 9 ე.წ „დონას“ კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ერთი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრი, ერთი საკარანტინე სივრციდან, ორი აქამდე გამოვლენილ ინფიცირებულთა ოჯახის წევრია.
ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ,საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე აისახა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კი ქვეყნის მასშტაბით „დონას“ კლასტერი 12 ერთეულით გაიზარდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე























