18:03 | 2020-03-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დრამატული ვიდეო: ასე ანადგურებენ მილიონობით ჰოლანდიურ ყვავილს კორონავირუსის გამო

დრამატული ვიდეო: ასე ანადგურებენ მილიონობით ჰოლანდიურ ყვავილს კორონავირუსის გამო

ახლა ჰოლანდიაში ტიტების სეზონია, მაგრამ მებაღეები ყოველდღიურად მილიონობით ყვავილს ანადგურებენ.

 

ეს ინდუსტრია მას შემდეგ ჩავარდა, რაც მსოფლიოში ახალი კორონავიურის პანდემია გავრცელდა და ყვავილებზე მოთხოვნაც შემცირდა.

 

ამ ბაზრობის არსებობის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე ეს პირველი კრიზისული შემთხვევაა. ამ ბაზრობაზე მომუშავე ზოგიერთმა ადამიანმა გადაარჩინა ყვავილები და მადლობის ნიშნად მედპერსონალს აჩუქა.

 

ჰოლანდიისთვის, სადაც ტიტები ეროვნული სიმბოლოა ქვეყნისთვის მწარე დარტყმაა. ამჟამად ჰოლანდიური ყვავილების 80%-ზე მეტია განადგურბული.

 

ბოლო მონაცემებით, ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსის 6640 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 357-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X