17:19 | 2021-12-03 ავტორი: Prime Time

დრო თუ არ გაქვთ და არ გცალიათ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გაბრძანდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ – თეა წულუკიანი

დრო თუ არ გაქვთ და არ გცალიათ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გაბრძანდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ – თეა წულუკიანი

ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო! დრო თუ არ გაქვთ და არ გცალიათ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაბრძანდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ,- ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს მას შემდეგ მიმართა, რაც ჩარკვიანმა მინისტრისგან დასმულ კითხვებზე პასუხი მოითხოვა.

 

„ქალბატონი თამარი ამბობს, პარლამენტში იმიტომ შემოვედი, რომ იქედან ჩამოგათრიოთ, სადაც ხართო. ეს სიძულვილის ენა არ არის?! – ეს სიყვარულით ნათქვამია, არა უშავს! ქალბატონი თაკო სიყვარულს ასხივებს.

 

 

ის პარლამენტში დასკუპებული იმიტომ დამხვდა, რომ აქედან ჩამოგვათრიოს. ვის ჩამოთრევას აპირებთ – შოთა ხაბარელის?! ამისთვის ცოტა მეტი კუნთები დაგჭირდებათ! მე შეიძლება ჩამომათრიოთ, მაგრამ ალბათ ბატონი ყაველაშვილის ჩამოთრევაც არ იქნება ადვილი“, – მიმართა წულუკიანმა.

 

 

ავტორი: Prime Time

X