16:09 | 2020-08-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დუშეთში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა

დუშეთში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა

წითელსოფელში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პირის მამა მუნიციპალიტეტის თანამშრომელია, თუმცა მამა-შვილი სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობდნენ და მათ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ.

 

„ჰავანას“ კლასტერი - 4 პირთან კორონავირუსზე დამატებითი კვლევები მიმდინარეობს
2020-08-16„ჰავანას“ კლასტერი - 4 პირთან კორონავირუსზე დამატებითი კვლევები მიმდინარეობს

 

„მამა ჩვენთან მუშაობდა, მაგრამ ერთმანეთთან შეხების წერტილი არ ჰქონიათ. ჩემი ინფორმაციით, მამა დუშეთში ცხოვრობდა და შვილი წითელსოფელში. მამას ე.წ. სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია, თუმცა, კარანტინშია. ვფიქრობთ, რომ ტესტის პასუხი ისევ უარყოფითი იქნება. თუმცა, არ მინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ. ჯერ არც კომენტარს ვაკეთებ. სრული ინფორმაცია როცა გვექნება, მერე მოგაწვდით“, – აცხადებს მერი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X