
ზუგდიდში ძაღლი მოკლეს. შემთხვევა ჯგუფ „ზუგდიდის მიუსაფრების“ ჯგუფის წევრის მარიამ ჭითანავას თვალწინ მოხდა.
„გუშინ საღამოს ჩემს თვალწინ მოკლეს ეს ძაღლი, რომელსაც ლეკვობიდან ვზრდიდით.
ყველაზე მშიშარა და უვნებელი ძაღლი იყო, მაგრამ დამნაშავის განცხადებით, ბავშვები ყავს დაგლეჯილი.
საღამოს 8 საათზე, დღის შუქზე, ბავშვების თვალწინ კისტის თოფით ეზოში ძაღლებზე ნადირობა ზნეობის ყველა ნორმებს სცდება.
მძინარე ძაღლი წამებში მოკვდა. ძალიან მეტკინა გული, ძალიან. პოლიცია საქმის კურსშია და გამოძიებაც დაწყებულია. იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავეს სათანადოდ მოეთხოვება პასუხი.
ცუგას უკვე აღარც შია, აღარც სწყურია და აღარც სცხელა. ძაღლების სამოთხეშია“,- წერს ჯგუფში მარიამი.

ავტორი: თეა შონია






















