
დღესდღეობით მსოფლიოში უამრავი უპატრონო ძაღლია. მათზე არავინ ზრუნავს, არ იციან სად წავიდნენ, რა ჭამონ, სად დაიძინოთ. თუმცა, ზოგი მათგანი იღბლიანი აღმოჩნდება. მათ კეთილი ადამიანები პოულობენ და თავშესაფარში მიჰყავთ.
ზუსტად იგივე დაიმართა ამ უჩვეულო ძაღლსაც, რომელზეც ამ სტატიაში გიამბობთ. ამის შესახებ boredpanda წერს.
ის რუსეთში, ქუჩაში მაშინ იპოვეს, როცა სულ რაღაც 10 დღის იყო.
„როდესაც მათ ის იპოვეს, ბეტი 10 დღის იყო. ქუჩაში უპატრონოდ დაბოდიალობდა და წკმუტუნებდა“,- ამბობს ბეტის ამჟამინდელი პატრონი ოკსანა.
როდესაც ლეკვი თავშესაფარში გადაიყვანეს, ვეტერინარები ფიქრობდნენ, რომ ძაღლს წარბები ვიღაცამ მიახატა. ამიტომ ცდილობდნენ სახეზე მიხატული წარბები რამენაირად ჩამოერეცხათ.
თუმცა შემდეგ აღმოაჩინეს, რომ საქმე არა ჩვეულებრივ, არამედ უნიკალური ვიზუალური მახასიათებლების მქონე ლეკვთან ჰქონდა, რომელსაც სახეზე ადამიანის მსგავსი წარბები, სრულიად ბუნებრივად ჰქონდა.

უნიკალურ ლეკვს, თავისი წარბების გამო ფრიდა კალოს საპატივსაცემოდ, ფრიდა შეარქვეს. მათ ფოტოები ინტერნეტში იმის იმედით გამოაქვეყნეს, რომ ლეკვი მზრუნველ პატრონზე მალე გაჩუქებულიყო.
ასეც მოხდა, ფრიდა ოქსანამ შეიფარა.
„როდესაც მისი ფოტოები ვნახე, ძალიან შემიყვარდა. ბევრ ადამიანს უნდოდა მისი აყვანა, მაგრამ როცა ნახულობდნენ, უარს ამბობდნენ“,- ამბობს ის.
ოკსანამ ძაღლს სახელი შეუცვალა და მას ბეტი დაარქვა. ახლა ბეტი მზრუნველი პატრონის ხელში ბედნიერად ცხოვრობს.






















