11:52 | 2020-06-09 ავტორი: ნინი ტაველიძე

ძაღლი პატრონს, რომელმაც თავი მოიკლა, ხიდთან 4 დღის განმავლობაში ელოდებოდა

ძაღლი პატრონს, რომელმაც თავი მოიკლა, ხიდთან 4 დღის განმავლობაში ელოდებოდა

ძაღლის ფოტოები, რომელიც ხიდთან პატრონს ელოდება სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

 

უჰანში ძაღლი COVID-19-ით გარდაცვლილ პატრონს 3 თვე ელოდებოდა - ჰაჩიკოს რეალური ვერსია
2020-05-27უჰანში ძაღლი COVID-19-ით გარდაცვლილ პატრონს 3 თვე ელოდებოდა - ჰაჩიკოს რეალური ვერსია

 

ძაღლი უჰანში ხიდთან ერთ-ერთმა გამვლელმა, სახელად ქსუმ შენიშნა, ფოტოები გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

 

ქსუს იმედი ჰქონდა, რომ ძაღლს პატრონი გამოუჩნდებოდა.

 

ფოტოების ნახვის შემდეგ უჰანის ცხოველთა დაცვის ასოციაციის დირექტორმა ძაღლის პატრონზე ინფორმაცია მოიძია, მას უნდოდა გაეგო რატომ იჯდა ძაღლი იქ და რა მოხდა რეალურად. აღმოჩნდა, რომ ძაღლის პატრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ხიდიდან გადახტა.

 

ძაღლი კი 4 დღის განმავლობაში ხიდთან იჯდა და პატრონს ელოდებოდა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X