19:56 | 2021-12-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ძაღლით მისულ ქურდს მაღაზიაზე მიყუდებული კიბე დარჩა – რა მოხდა წუხელ დაბა ლაითურში

ძაღლით მისულ ქურდს მაღაზიაზე მიყუდებული კიბე დარჩა – რა მოხდა წუხელ დაბა ლაითურში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წუხელ მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია სპორტული შარვლები, კბილის ჯაგრისები, თმის საღებავები და ა.შ. წაიღო თუ არა ქურდმა თანხაც, ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

ადგილობრივების თქმით, პოლიციამ ადგილზე ანაბეჭდები ვერ იპოვა, თუმცა სავარაუდოდ ქურდს თან ახლდა ძაღლი, რომლის კვალსაც სამართალდამცველები თავიანთი ძაღლით გაყვნენ და ეჭვმიტანილის კვალზეც გავიდნენ.

 

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია. რომ ქურდს მაღაზიასთან არსებულ კამერასთან მიყუდებული კიბეც დარჩა, რომელიც მისულ პოლიციას ადგილზევე დახვდა.

 

წყარო: „გურია tv“

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X