
აშშ-ში ტორნადოს დროს დაკარგული ძაღლი სახლში 54 დღის შემდეგ დაბრუნდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ნაგაზმა სახელად ბელა, ოჯახი ტორნადოს დროს გადაარჩინა.
მან თავისი პატრონი, ერიკ ჯონსონი გააღვიძა და თითქოს ცდილობდა აეხსნა, რომ რაღაც ხდებოდა.
ჯონსონმა ტელევიზორი ჩაერთო და გაარკვია, რომ ქალაქს ტორნადო უახლოვდება. მან ცოლი და შვილები სარდაფში ჩაიყვანა და ძაღლის წასაყვანად გაბრუნდა.
თუმცა, ამ დროს მისი სახლი დაინგრა.
შედეგად ჯონსონის ცოლმა ნეკნი მოიტეხა, მან კი თავის ტრავმა მიიღო. როცა ისინი ზედაპირზე ამოვიდნენ აღმოაჩინეს, რომ ბელა გაქრა.
მას 2 თვის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ, სანამ ცხოველთა დაცვის ადგილობრივმა ჯგუფმა ძაღლი მისი სახლის მახლობლად არ შეამჩნია.
ბელა პატრონებს 54 დღის შემდეგ დაუბრუნდა.






















