20:29 | 2020-09-23 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„ძალა ერთობაშია“-მ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა – ნახეთ სრული სია

„ძალა ერთობაშია“-მ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა – ნახეთ სრული სია

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

 

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი და ბადრი ბასიშვილი დეპუტატობისთვის ემზადებიან?!“
2020-07-06ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი და ბადრი ბასიშვილი დეპუტატობისთვის ემზადებიან?!“

 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია ასეთია:

 

  1. გრიგოლ ვაშაძე – ქუთაისი;
  2. ნიკა მელია – გლდანი;
  3. ხატია დეკანოიძე – ისანი;
  4. ლევან ხაბეიშვილი – სამგორი;
  5. ლევან ბეჟაშვილი – გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო და სიღნაღი;
  6. გიორგი ბოტკოველი – თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი;
  7. დავით კირკიტაძე – რუსთავი და გარდაბნის სოფლები;
  8. აზერ სულეიმანოვი – მარნეულის და გარდაბნის ოლქი;
  9. ბადრი ბასიშვილი – გორი და კასპი;
  10. ნატო ჩხეიძე – ხაშური, ქარელი და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილი;
  11. ვაჟა ჩიტიშვილი – ახალციხე;
  12. მელიქ რაისიანი – ახალქალაქი და ნინოწმინდა;
  13. გიორგი კაპანაძე – საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული;
  14. კახა გეწაძე – ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა და ტყიბული;
  15. ნანუკა ჟორჟოლიანი – სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი;
  16. როლანდ ფიფია – მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ, წალენჯიხა;
  17. მურთაზ ზოდელავა – ფოთი, სენაკი, ხობი;
  18. მალხაზ ჯალაღონია –  ზუგდიდი;
  19. ლევან ვარშალომიძე – ბათუმი;
  20. ბონდო თევდორაძე – ქობულეთი;
  21. მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო;
  22. კახა ოქრიაშვილი – ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა;
  23. ცეზარ ჩოჩელი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი;
  24. დილარ ხაბულიანი – ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი;
  25. მანუჩარ კვირკველია – ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური;

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია” თავიანთი კანდიდატები 30-დან 25 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს. დარჩენილ 5 ოლქში კი მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს უჭერენ.

 

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს  ნაციონალურმა მოძრაობამ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა. ბლოკის შემადგენლობაში არიან: „ნაციონალური მოძრაობა”, „რესპუბლიკური პარტია”, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის” და „ევროპელი დემოკრატები”.

 

ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც – „პროგრესი და თავისუფლება”.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X