
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელსუფლებაში აღარ უნდა დაბრუნდეს.
„ის ძალა, რომელსაც ბოროტების, ადამიანის შეურაცხყოფისა და წამების მეტი არაფერი გაუკეთებია, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი საბოლოო გამარჯვების მანდატს მისცემს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















