00:38 | 2021-04-19 ავტორი: Prime Time

ძალადობაში ბრალდებული ქართველი კაცები, რომელთა საქმეებმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია

ძალადობაში ბრალდებული ქართველი კაცები, რომელთა საქმეებმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია

რამდენიმე დღის, წინ მსახიობმა და ტელეწამყვანამა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა. ფაქტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მისი თეატრიდან გათავისუფლებაც კი, მოითხოვეს.

 

16 აპრილს რუსთაველის თეატრმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მსახიობი დროებით, გამოძიების დასრულებამდე „რეპერტუარის ყველა როლიდან მოხსნილია“.

 

რაც შეეხება გამოძიებას, ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გამოკითხვაზე არ მივა და არც ჩივილს აპირებს.

 

„არ ვა­პი­რებს მის­ვლას, არც ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას და არც ჩი­ვილს, რად­გან არ მინ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნი და­ი­ჭი­რონ“, – ამბობს მაყაშვილი.

 

საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება წარმოუდგენელიც კი იყოს, მისთვის მისაბაძი ცნობილი ადამიანი, სულ სხვა „ამპლუაში. „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ქართველ კაცებს, რომლებსაც მეუღლეები, თანამშრომლები, მეგობრები ძალადობაში ადანაშაულებენ.

 

დავით კოდუა

 

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით 12 აპრილს დააკავეს. მას სასამართლომ დაკავებიდან ორ დღეში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.როგორც სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა განაცხადა, დაძაბულობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

 

დავით კოდუა ცოლსა და ქალიშვილზე ძალადობისთვის დააკავეს | akhalitaoba.ge

 

„მესამე სართულზე ავედი და ჩემთვის ვიჯექი, ვვახშმობდი და თვითონ ამოვიდა ემოციებით დატვირთული – ამან თქვა, იმან თქვაო, ავდექი და ლიფტთან დაიწყო – არ წახვიდე, სად მიდიხარო. ლიფტთან წავიქეცი და „შირმას“ დავეჯახე, უხერხულიცაა ამაზე დაუბარი. მაკავებდნენ, კომენდატის საათი იყო და არ უნდოდათ წავსულიყავი, არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. ოთხი შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, იმან თქვა, ამან თქვაზე აწყობილი ქალი, ემოციებით დატვირთული ქალი იყო, ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით. ვიფიქრე, გავარიდებ თავს, დამშვიდდება-მეთქი და წავედი. წასასვლელის მეტი რა მაქვს, ოთხი სახლი მაქვს თბილისში, წყნეთში, ოფისში ჩავედი, კომენდანტის საათი რადგან იყო, იქვე სახლთან ჩავედი“, – განაცხადა კოდუამ.

 

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „თბილისში, დ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის – ნ.გ.-ს  და შვილის ე.კ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 აპრილს დააკავეს.

 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

 

გოგი წულაია

 

17 მარტს თბილისში პოლიტიკოსი გოგი წულაია დააკავეს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა.

 

გოგი წულაიას ადვოკატი - სექსუალური ძალადობა გამორიცხულია, გულის უმძიმესი ოპერაცია აქვს გაკეთებული | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"

 

17 მარტს თბილისში პოლიტიკოსი გოგი წულაია დააკავეს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა.

 

19 მარტს კი, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წუალიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დავით ცინარიძე

 

2020 წლის 30 აპრილს საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ყოფილი მაღალჩინოსანი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

 

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე გირაოთი გათავისუფლდა - 1TV

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 27 აპრილს ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

 

მოგვიანებით, კი დაკავებული დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

 

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გასული წლის 22 მაისს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკურად იძალადა.

 

სასამართლო სხდომა 24 მაისს გაიმართა, სადაც ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს 100 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.როგორც ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე აცხადებს არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ბასილაშვილი სისტემურად ძალადობდა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოპერაციას გაიკეთებს

 

„ასეთი კადრები არსებობს. ეს ისეთი ვიდეოკადრებია… ჩვენ ხელთ გვაქვს ეს, გამოძიებასაც აქვს, ამას არ გავასაჯაროებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის შესახებ ხალხი სასამართლოს გავლით გაიგებს. ეს კადრები აჩვენებს იმას, რომ ბატონი ბასილაშვილი არა ერთხელ, არამედ სისტემურად ძალადობდა, ეს ამძიმებს მის მდგომარეობას და ამას აუცილებლად გაიგებს ხალხი“, – აცხადებს აბაშიძე.

 

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა.

 

„მე ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. უფრო მეტსაც გეტყვით, წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

საქმეზე სასამართლო პროცესები კვლავ მიმდინარეობს.

 

ილია ჯიშკარიანი

2019 წლის 30 დეკემბერს ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

 

საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს ...

 

11 ოქტომბერს მას, აღკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაეკითხათ.

ავტორი: Prime Time

X