16:23 | 2021-06-25 ავტორი: Prime Time

„ძალადობდა სახლში, ეზოში, ტყეში გაყავდა“ – 8 წლის ბავშვზე მამა-შვილი 2 წელი სისტემატურად ძალადობდა

„ძალადობდა სახლში, ეზოში, ტყეში გაყავდა“ – 8 წლის ბავშვზე მამა-შვილი 2 წელი სისტემატურად ძალადობდა

გავრცელებული ინფორმაციით, 8 წლის ბავშვზე მამა-შვილი სისტემატურად ძალადობდა.

 

არასრულწლოვნის ოჯახის წევრები „კურიერთან” საუბრისას ამბობენ, რომ მამა-შვილი მათ სახლში სისტემატურად დადიოდა და ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

 

„დადიოდა სულ ეს ბიჭი ჩვენს სახლში, ეს კაციც. ბავშვზე იძალადებდნენ, მოვიდოდნენ სახლში და სახლში საჭმელს ჭამდნენ, ყავას სვამდნენ.

 

ბავშვი ამბობს, რომ როცა ძალადობდა, ეუბნებოდა, თუ რამეს იტყვი, აქ დაგმარხავ, დედას მოგიკლავ, მამას მოგიკლავ, ძმას მოგიკლავ… ექსპერტიზის დასკვნა დადებულია, ყველაფერი დადასტურებულია და ველოდები სასამართლოს. ვითხოვ, მოვითხოვ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის ადამიანები უმკაცრესად დაისაჯონ, თუ სიკვდილით დასჯა არის, სიკვდილით დაისაჯონ,”- აცხადებს არასრულწლოვნის ოჯახის წევრი.

 

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ დაზიანებები ბავშვის სხეულზე დედამ შეამჩნია, შემდეგ კი 8 წლის გოგონამ დედას ყველაფერი უამბო.

 

„აბაზანაში, დაბანისას შეამჩნია ბავშვს რაღაც, ტკივილები მაქვსო და მოუყვა მერე დედას რაც მოხდა. თითქმის 2 წელი ძალადობდნენ, აშინებდნენ ბავშვს დანის მუქარით, თოფის მუქარით და არ ამხელდა ესეც. ხდებოდა სახლში, ეზოში, ტყეში გაყავდა.

 

იმასაც 4 შვილი ჰყავს. ბოლოს რომ მოხდა, მარტო იმყოფებოდა ის კაცი სახლში, შეათრია ბავშვი სახლში და საშინელება. უნდა ამოიძირკვოს ეს ოჯახი სოფლიდან ძირფესვიანად,”- აცხადებს ოჯახის ახლობელი.

 

ცნობისთვის, პროკურატურამ სამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე მამა-შვილს ბრალი წარუდგინა.

ავტორი: Prime Time

X