00:04 | 2021-10-20 ავტორი: Prime Time

ძალადობის ბრალდება, ცოლის იუბილე ესპანეთში და ორსული შეყვარებული – დავით კოდუას სასიყვარულო სამკუთხედი

ძალადობის ბრალდება, ცოლის იუბილე ესპანეთში და ორსული შეყვარებული – დავით კოდუას სასიყვარულო სამკუთხედი

სკანდალური წყვილი, რომელიც სულ ახლახანს საჯარო სივრცეში პირველად გამოჩნდა მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე და ბიზნესმენი დათო კოდუაა.

 

წყვილი შვილს ელოდება, ისინი მალე გოგოს მშობლები გახდებიან, ამის შესახებ ფართო საზოგადოებას ტელეეთერით თავად ალექსანდრა პაიჭაძემ ამცნო.

ალექსანდრა პაიჭაძე და დათო კოდუა

 

სანამ წყვილი საჯაროდ გამოჩნდებოდა, ამას წინ არანაკლები სკანდალი უსწრებდა – ოჯახური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა აპრილში, დათო კოდუა დააკავეს.

 

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მას გამოძიება ცოლსა და ქალიშვილზე ძალადობას ედავებოდა, რაზეც მისი ცოლი, ნათია გედევანიშვილი აცხადებდა, რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი სხვა ქალს უკავშირდებოდა…

ნათია გედევანიშვილი და დათო კოდუა

 

კოდუას დაკავებიდან და გათავისუფლებიდან მალევე, ცოლ-ქმარი ესპანეთში გაემგზავრა. როგორც ნათია გედევანიშვილის ფეისბუქიდან ირკვევა, თავის დაბადების დღეზე, ერთი თვის წინ, ბარსელონაში, სასტუმრო Suites Avenue-ში ერთად იმყოფებოდნენ.

 

ესპანეთი, ბარსელონა

 

თუმცა, ესპანური ოჯახური არდადეგების შემდეგ, კოდუა და ალექსანდრა პაიჭაძე სულ რაღაც 2 დღის წინ ერთად ოფიციალურად გამოჩნდნენ.

 

დათო კოდუა ალექსანდრა პაიჭაძეზე 20 წლით უფროსია. მას წინა ქორწინებაში 4 შვილი ჰყავს.

 

 

კოდუას ოჯახური ძალადობის ისტორია 

 

კოდუას დაკავების შემდეგ მისი მეუღლე ნათია გედევანიშვილი ამბობდა, რომ ის მეუღლის დაპატიმრებით არ იყო დაინტერესებული, მას დათო კოდუასთვის მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერა სურდა.

 

„წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის აყირავებაც იყო, მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი. ვითხოვ კვალიფიკაციის შეცვლას, საერთოდ არ იყო დაჭერაზე საუბარი, მინდოდა, რომ ორდერი გამოეწერათ, რომ არ მისულიყო ძალადობამდე“, – აღნიშნა ნათია გედევანიშვილმა.

 

„კომენდანტის საათის გამო მოვუწოდეთ, რომ არ წასულიყო გარეთ, რომ არ დაჯარიმებულიყო და ამის შემდეგ გამოვიძახეთ პოლიცია. გვინდოდა უბრალოდ, რომ აგვეცილებინა პრობლემა. ლიფტი რომ გაიღო და უნდოდა წასვლა, ამ მომენტში ვაკავებდით, გამიშვითო და დაეცა ნათია. ლიფტთან არის სავარძელი, ასე არ დამინახავს, დათოზე ვიყავი გადართული“, – აღნიშნა დავით კოდუას შვილმა, კატო კოდუამ.

 

ბრალდებული ბიზნესმენი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, აღკვეთის შეცვლის საფუძველი კოდუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ბრალდებულს ავსტრიაში ოპერაცია უნდა ჩატარებოდა.  ბრალდებული ბიზნესმენი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, აღკვეთის შეცვლის საფუძველი კოდუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ბრალდებულს ავსტრიაში ოპერაცია უნდა ჩატარებოდა.

 

აქვე ნახეთ: ალექსანდრამ დავით კოდუასთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X