13:11 | 2021-07-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ძალადობრივი ჯგუფები “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს

ძალადობრივი ჯგუფები “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს

ვანდალური ფაქტი „თბილისი პრაიდის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე – რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები შენობის მეორე სართულზე ფანჯრების მეშვეობით აძვრნენ, რის შემდეგაც ლგბტ-ს დროშები ჩამოხსნეს, დახიეს და დაბლა გადმოყარეს.

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მათ საშუალება არ მისცა, ოფისში შესულიყვნენ, კედლებისა და ფანჯრების მეშვეობით შეძლეს შენობის მეორე სართულზე ასვლა. გაანადგურეს შენობის ინვენტარი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X