
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი თბილისში არსებული ვანდალიზმის ფაქტების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, როგორ აზიანებენ მოქალაქეები დედაქალაქის ინფრასტრუქტურას.
“ძალიან არასასიამოვნო ვიდეო გამოქვეყნდა დღეს.
ამ ყველაფერზე, რასაც ეს ადამიანები ანადგურებენ, ხალხი მუშაობს და შრომობს, რომ ლამაზ ქალაქში ვიცხოვროთ. რატომ არის ასეთი ძნელი სხვისი შრომის პატივისცემა და იმ ქალაქის მოფრთხილება სადაც ვცხოვრობთ.
ძალიან სამწუხაროა ამ ყველაფრის ყურება”, – წერს სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი”.






















