14:58 | 2021-09-28 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

“ძალიან ბედნიერები ვიქნებით”- რას ამბობს კახა კალაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

“ძალიან ბედნიერები ვიქნებით”- რას ამბობს კახა კალაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

“სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მასზეა დამოკიდებული. თუ ჩამოვა, ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

 

„ცხადია, ხალხიც დახვდება, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდება. საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. თუ ეს ასე იქნება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

 

არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ შეიცვლება, ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას და დაგეგმილია უამრავი პროექტი. თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარება, სამუშაო ადგილები, ეს აინტერესებს ხალხს. მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მასზეა დამოკიდებული, თუ ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X