00:02 | 2021-08-08 ავტორი: Prime Time

„ძალიან ბევრს ტირის და ელაპარაკება კიდეც“ – ზურა ხაჩიძე მეუღლეზე 

„ძალიან ბევრს ტირის და ელაპარაკება კიდეც“ – ზურა ხაჩიძე მეუღლეზე 

მომღერალი, ზურა ხაჩიძე, მეუღლეზე ხათუნა ჟორნადიაზე და მის სიდედრზე ყვება.

„თვითონ მიიღო გადაწყვეტილება და თავადვე დარეგისტრირდა“ - კახეთში 17 წლის მოზარდი აიცრა
2021-08-07„თვითონ მიიღო გადაწყვეტილება და თავადვე დარეგისტრირდა“ - კახეთში 17 წლის მოზარდი აიცრა

 

მისი თქმით, ხათუნას დედა მისთვისაც დედა იყო.

 

„ის ჩემი დედაც იყო, ხათუნასთვის ეს დღემდე მოუშუშებელი იარაა. ძალიან ბევრს ტირის და ელაპარაკება კიდეც. მას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ამიტომ მისი წასვლა განსაკუთრებულად რთული იყო ყველასთვის. დედაჩემის გარდაცვალებისას მოვიდა და მითხრა, ამ დღიდან დედაშენი მე ვარო. მთელი ეს პერიოდი, რაც ერთი ოჯახი ვიყავით, ჩვენი ურთიერთობა მართლა არ განსხვავდებოდა დედაშვილობისგან.“,- ამბობს ჟურნალ „სარკესთან“ ზურა ხაჩიძე.

 

ცნობისთვის, ზურა ხაჩიძემ კორონავირუსი დაამარცხა და იხსენებს იმ რთულ პერიოდს რაც კოვიდს ახლდა.

 

„ხათუნაზე ძალიან ბევრს ვნერვიულობდი. როცა უკვე გადამდები ვიყავი იმ ღამეს სახლში არ დავრჩენილვარ, მეგობართან წავედი. ხათუნას აცრას ვაპირებთ უახლოეს მომავალში. ექიმსაც ველაპარაკეთ და მისგანაც მივიღეთ რეკომენდაცია. მანამდე კი მისი მთავარი თავდაცვა არის ის, რომ არსად არ გადის, ძალიან ვიწრო წრესთან კონტაქტობს და იქაც უსაფრთხოების წესების სრული დაცვით“,- ამბობს ზურა ხაჩიძე.

ავტორი: Prime Time

X