16:12 | 2021-12-05 ავტორი:

ამბობენ, ასეთ დროს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ადამიანს – რა საეკლესიო რიტუალი ჩაუტარა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სააკაშვილს

ამბობენ, ასეთ დროს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ადამიანს – რა საეკლესიო რიტუალი ჩაუტარა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სააკაშვილს

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ის მიხელ სააკაშვილთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ახალი აღთქმის მეექვსე – შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შეუსრულა.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან დასუსტებული მოეჩვენა.

 

„მე არ მაქვს არავითარი კომპეტენცია, რომ რაიმე ხელმოსაჭიდი…მაგრამ მომეჩვენა ძალიან დასუსტებულია იმასთან შედარებით, რაც პირველად ვნახე, მე მეორედ ვაზიარე ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის თითქმის 40 დღე იყო გასული, მაშინ ფიზიკურად უფრო უკეთესად მომეჩვენა. მე გავაკეთე საქმე. შვიდჯერ ვაცხე ზეთი, ყოველგვარი კომენტარების გარეშე. არის განცდა, შეგრძნება უბრალოდ, რომ დასუსტებულია ადამიანი, არ ვიცი, მედიცინაშიც ვერ ვერკვევი  მაინც და მაინც, მგონია, შიმშილობიდან გამოსვლა უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობა, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად სუსტად არის, მე ვუსურვე, რომ ფიზიკურად გაძლიერებული და ჯანმრთელი იყოს.

 

მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივღე ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულების უფლებაც მაქვს.

 

მე აქ ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო. მე მას შევუსრულე საიდუმლოება – ახალ აღთქმის 7 საიდუმლოება არსებობს. მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლო. ეს არის ლოცვები, რომელთა წასაკითხად, მე პირადად, 2 საათი მჭირდება. 7-ჯერ ზეთისცხება – ასე უფრო ცნობილია ხალხისთვის. ამბობენ, რომ ასეთ დროს ფიზიკური მკურნალობაც ხდება და დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ადამიანს.

 

რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვერაფერს სხვას ვერ გეტყვით, აღსარება თქვა, ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოდან ექვსი უკვე მასზე შესრულებულია, მეშვიდე ჯერ ცოტა ადრეა“, – განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი:

X