
მსახიობი ნანუკა გულუა გადაცემაში „ქალები“ პაემნების შესახებ საუბრობს და საკუთარ ისტორიებს იხსენებს.
„ცხოვრებაში სულ 2 პაემანი მქონდა, ისიც მაშინ, როცა 126 კილოგრამი ვიყავი. პირველ პაემანზე რომ წავედი, ბაზრობაზე პირველი ქუსლიანი ფეხსაცმელი ვიყიდე. როგორც კი მანქანასთან მივედი, პირველი კომპლიმენტი იყო – ვუპი გოლდბერგი მეგონე, ისე მოდიოდიო. ძალიან გამიხარდა, არ ვიცოდი ვუპი გოლდბერგი ვინ არის. იქვე რაც მოვიფიქრე, მინდოდა ამაზე მესაუბრა, რომ ყველა მამსგავსებს. ერთი ორჯერ კი ვუთხარი, მაგრამ მინდოდა შემეგრძნო და გამეგო ვინ იყო.
როგორც კი ჩუმად ძებნაში ჩავწერე, პირდაპირ ის სცენა ამომიგდო, როგორ მოდის და გავნადგურდი, მივხვდი, რომ ეს ჩემი უკანასკნელი პაემანი იყო ამ ბიჭთან. ძალიან დიდი დრო გავიდა, სანამ ნაბიჯი გადავდგი მეორე პაემნამდე.
წავედი და ძალიან მაგრად გაიარა. ორივე ვხუმრობდით, ძალიან ბედნიერი იყო, უმატებდა და უმატებდა. ძალიან კმაყოფილი მივედი სახლში, ვგრძნობდი, რომ ისიც აღფრთოვანდა ჩემით. სახლში რომ ავედი, მესიჯის ლოდინში ავწრიალდი და მივიღე ამ ბიჭის ძალიან დიდი მესიჯი, ჩავუჯექი და წერია – როგორ ვუმკურნალო წითელ ქარს. არის ასეთი დაავადება, რომელიც კოჭების შესიებას და შეწითლებას იწვევს. ბიჭმა მთელი გულწრფელობით მომწერა, რომ ვიღებთ გვირილის ნაყენს, მერე ამას რაღაცას ვამატებთ, გადავღვრით, ვკითხულობდი და ვერაფრით ვხვდებოდი. ბოლოს ასე მთავრდებოდა – ყოველ ღამე მაღალზე დაალაგე ფეხები“, – ამბობს ნანუკა გულუა.























