20:27 | 2021-10-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისა და მხარდაჭერისთვის – კახა კალაძე

ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისა და მხარდაჭერისთვის – კახა კალაძე

მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, განსაკუთრებით დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისისა და თბილისელების მიმართ.

კობახიძე: ჩვენ მოვიპოვეთ ზედიზედ მერვე გამარჯვება - დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის
2021-10-02კობახიძე: ჩვენ მოვიპოვეთ ზედიზედ მერვე გამარჯვება - დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის

 

ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განცხადა.

 

„როგორც ვამბობდი მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ჩემს თანგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, ამ ქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებას. დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შემდეგი 3 წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X