20:15 | 2021-06-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ძალიან ძნელია, როცა ხედავ, შედის შენს ეზოში ვიღაც რუსი „მაკლერი“ და… – როგორ იყიდება ქართველების სახლები ოკუპირებულ აფხაზეთში

ძალიან ძნელია, როცა ხედავ, შედის შენს ეზოში ვიღაც რუსი „მაკლერი“ და… – როგორ იყიდება ქართველების სახლები ოკუპირებულ აფხაზეთში

„ძალიან მძიმეა, როცა ხედავ, თუ როგორ შედის შენს ეზოში ვიღაც რუსი მაკლერი და იღებს ვიდეოს, სადაც აღწერს თუ რა ლამაზი ეზო და სახლი იყიდება შემოსავლიანი თხილის პლანტაციებით“ – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ეკა, რომელიც ოჯახთან ერთად 28 წელია დევნილობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

 

მან ვიდეო ბლოგი აფხაზეთში მიტოვებული სახლის გაყიდვის შესახებ, შემთხვევით სოციალური ქსელის საშუალებით ნახა.

 

მისი თქმით, აფხაზეთში ქართველების მიტოვებულ სახლებს და უძრავ ქონებას ბოლო პერიოდში მასიურად რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ.

 

„ის პერიოდი განმიახლდა, როცა დავტოვეთ აფხაზეთი, საშინლად განვიცადე, აფხაზური მედიის საშუალებით მოვძებნე ეს რუსი მაკლერი და დავუკავშირდი, რა უფლებით ყიდი ჩემ სახლს მეთქი, თუ შენი სახლი არისო ჩამოდი, აქ იცხოვრეო და დამცინა, პირიქით აქეთ დამემუქრა. ვიცი, რომ სოხუმში ცხოვრობს და ამ საქმით არის დაკავებული, არამარტო ჩემ სახლს ყიდის ასეთი ფორმით, არამედ სხვა სახლებსაც. როგორც გავარკვიე ჩემს სოფელში, განახლებაში ათამდე სახლი გაიყიდა და ყველა სახლი რუსებმა შეიძინეს. ძირითადად რუსები და სომხები ყიდულობენ, რატომაც არა შავი ზღვა და ულამაზესი ბუნება და როცა ასეთ ადგილას სახლს შეიძენ სულ რაღაც 10 ათასიდან 15 დოლარამდე, ნაჩუქარია და ამ ყველაფერს ათასგვარი მაქინაციებით აკეთებენ“, – ამბობს ეკა.

 

2021-06-08"ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო..." - აკა მორჩილაძე რეზო გაბრიაძეს იხსენებს

 

ეს საკითხი, როგორც დევნილებისთვის, ისეთივე მტკივნეულია აღმოჩნდა აფხაზური საზოგადოებისთვისაც.

 

აღნიშნულ თემაზე აფხაზმა ჟურნალისტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მისივე უსაფრთხოების გამო, დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა.

 

მისი თქმით, აფხაზეთში კანონით უცხო პირებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა აკრძალულია.

 

„მაგალითად რუსები ეძებენ სომეხ ბიზნესმენებს, ვისაც აქვს ადგილობრივი მოქალაქეობა, მემორანდუმს დებენ ერთმანეთთან, რუსეთის ნოტარიუსში ამტკიცებენ, რომ ეს არის იმ კაცის ტერიტორია, ამაში მან თანხა გადაიხადა, მაგრამ წილში ყავს სხვა პირიც, ანუ რუსი, მემორანდუმის მიხედვით ვინც ყიდულობს ის არის მფლობელი. ფიქტიურად ამ კაცზეა გაფორმებული, თუმცა, ვინც იყიდა ის ხმარობს, ეს თხილის პლანტაციები იქნება თუ სხვა სახის ქონება.

 

ქართველების სახლების მასიური გაყიდვა უბრალო მოსახლეობას არ უნდა, მაგრამ ხალხს ვინ ეკითხება რამეს, ამას მთავრობა აკეთებს, ორივე მხარე, ჩვენიც და თქვენით ერთად აკეთებენ ბიზნესს, უბრალო ხალხს არაფერი არ აქვს. ყველაფრის მიზეზად პანდემია აქციეს, თვითონ ხელისუფლება მდიდრდება ორივე მხარეს და ხალხი მშიერი კვდება. ჩვენ ცოცხლები არ ვიქნებით, მაგრამ ეს ამბები ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ორივე მხრიდან მიტოვებული ხალხის ტრაგედია“, – ამბობს ჟურნალისტი.

 

მისივე განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მალე კანონში ცვლილებები იგეგმება უცხო პირებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების უფლების მინიჭებაზე, რაც რუსეთის მხრიდან დაჟინებული მოთხოვნაა, აბსურდულია, რადგანაც ისედაც ფორმალურად ყველაფერს რუსები განაგებენ.

 

„საერთოდ კანონი რა საჭიროა, ყველაფერი მაგათი არ არის, თავსაც ვერ მოაბრუნებ უნებართვოდ, ყველგან ესენი სახლებს იშენებენ, ილორის ტერიტორიაზე მთლიანად ზღვის სანაპიროზე რუსებმა აიშენეს სახლები, მოსახლეობა კი ხვდება რაც ხდება, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის და ვინ რას იტყვის. ამ პროცესებს თქვენი მხარეც ხელს უწყობს, არაფერზე რაც აქ ხდება ხმას არ იღებენ, ალბათ, მოვა დრო, რომ ორივე მხარე აგებს პასუხს ხალხის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდების გამო“, – გვითხრა მან.

 

აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველების მიტოვებული სახლების გაყიდვის ფაქტზე, საუბარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ხელშეკრულებას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიდება, სადაც ეთნიკური წმენდა განხორციელდა, არ აქვს რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი.

 

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში, ერთ-ერთი უმთავრესი თემის სახით, განიხილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი, რომლის მისაღწევად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალური ძალისხმევით განაგრძობს ყველა შესაბამისი ბერკეტის გამოყენებას“, – აცხადებს მინისტრი ახვლედიანი.

 

VIDEO: შეხვედრამდე! ... ლევან რატიანის საგენგებო მიმართვა- სად ვიხილავთ ამიერიდან ექიმს
2021-06-08VIDEO: შეხვედრამდე! ... ლევან რატიანის საგენგებო მიმართვა- სად ვიხილავთ ამიერიდან ექიმს

 

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა „არგუმენტები და ფაქტებთან“, განაცხადა, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება ხელმოწერილი არ არის.

 

„ისინი ჩვენ არ გვაღიარებენ, ვერ ხედავენ აფხაზეთს, როგორც სახელმწიფოს. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი სახელმწიფოთაშორისი კონტაქტი. გვაქვს მხოლოდ ჟენევის მოედანი რუსეთის მონაწილეობით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის განხილვას არც საქართველოსთან და არც სხვასთან არ ვაპირებთ. ამას ხალხი განსაზღვრავს, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ეს თემა სამუდამოდ დახურულია“, – აღნიშნა ბჟანიამ.

 

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ ქართველების მიტოვებული სახლების გაყიდვის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

 

„ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ეს მოქმედება არ შეესაბამება თვით აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ კანონმდებლობას. აფხაზები სხვა მოქალაქეებზე არ ყიდიან უძრავ ქონებას. ეს რაც ბოლო პერიოდში ხდება შუამავლების საშუალებითა და სხვადასხვა ფორმებით, ვინც ყიდულობს მას საერთოდ არ ადარდებს კანონმდებლობა. ეს ყველა გარიგება არის უკანონო, როგოც საქართველოს კანონმდებლობით, ისე თვით აფხაზეთის დე ფაქტო უკანონო კანონმდებლობითაც კი. ეს არის ჰაერზე გამოკიდებული გარიგებები, ნოტარიუსების დონეზე დამტკიცებული, როგორს საბჭოთა კავშირის დროს იყო ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემის უკანონო ფაქტები. თუ ვინმე მერე ნორმალურ სასამართლოში იჩივლებს, მომავალში ყველა ამ გარიგებების გაუქმება შეიძლება“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

 

რატომ (არ) არის გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტი - რას ფიქრობენ ექსპეტრები ოპოზიციაში გადასული ლიდერის ორბიტაზე
2021-06-08რატომ (არ) არის გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტი - რას ფიქრობენ ექსპეტრები ოპოზიციაში გადასული ლიდერის ორბიტაზე

 

„მაგალითად, ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა დაახლოებით ორი თვის წინ სოხუმში, ჩემი ბიძაშვილის მეზობლად ბერძენი ოჯახი ცხოვრობდა, ომის შემდეგ რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად და სახლი დროებით სარგებლობაში თავის აფხაზ მეზობელს გადასცეს. ამ აფხაზმა ეს სახლი როგორღაც მოახერხა ნოტარიუსით და სასამართლოთი და თავის სახელზე გადაიფორმა, ახლა როცა დაბრუნდა ბერძენი, ასეთი მდგომარეობა დახვდა და სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ყველას გაუკვირდა როცა გავიგეთ, რომ სასამართლომ ბერძენს დაუბრუნა სახლი და ის აფხაზი ოჯახი იძულებით გამოასახლეს“, – გვიყვება ქალაქ გალში მცხოვრები მურთაზი.

 

მისი თქმით, სანამ აფხაზეთის „პირველი პრეზიდენტი“ ვლადისლავ არძინბა(1094- 2005) ცოცხალი იყო, მან პარლამენტს არ მიაღებინა კანონი, ქართველების მიტოვებული სახლები აფხაზების სახელზე გადაეფორმებინათ. შემდეგ უკვე ხელისუფლებაში რაულ ხაჯინბა მოვიდა და სწორედ ამ დროს დართეს ნება აფხაზებს მიტოვებული ქართველების სახლები პრივატიზების ფორმით მიესაკუთრებინათ.

 

„ძირითადად, პროცესი შეუქცევადი იქნება მას შემდეგ, რაც პარლამენტი ახალ კანონს მიიღებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. რუსეთის უშუალო ზეწოლით აფხაზეთის პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ, არცერთი სხვა ქვეყნის მოქალაქეს დღეს აფხაზეთში არ შეუძლია უძრავი ქონების შესყიდვა“, – ამბობს იგი.

 

„ახლა რუსეთის მოქალაქეებს რაც შესყიდული აქვთ, ყველაფერი უკანონოდ მოხდა. ამიტომ როგორც ვიცი წლის ბოლომდე აფხაზეთის დე -ფაქტო პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს კანონი, ეს არის რუსეთის პირდაპირი მითითება. ამის შემდეგ რუსეთს ხელ-ფეხი გახსნილი ექნება, რომ აფხაზეთში ნებისმიერი სახის უძრავი ქონება შეიძინონ“.

 

მარტო კოვიდი არ არის ამქვეყნად პრობლემა... - მაია ბუწაშვილის რჩევები ინფექციურ დაავადებებზე
2021-06-08მარტო კოვიდი არ არის ამქვეყნად პრობლემა... - მაია ბუწაშვილის რჩევები ინფექციურ დაავადებებზე

 

როგორ მან გვითხრა, აფხაზეთში უძრავი ქონების 80- 90 % რუსეთის მოქალაქეები როცა შეისყიდიან, ეს აფხაზებისთვის გენოციდის ტოლფასი იქნება.

 

„დედამიწის ზურგზე ასეთი კანონი, რაც აფხაზურ პარლამენტს აქვს არსად არ მოქმედებს, ანუ უცხო პირებზე ქონების გაყიდვა იკრძალება, ეს კანონი 1994 წლიდან მოქმედებს, ომის დასრულების შემდეგ, 1993 წელს როცა ქართველებსა და აფხაზებს შორის ომი დამთავრდა, ეს იყო პირველი კანონი, რომელიც მიიღეს, იმიტომ გააკეთეს, რომ თავიანთი ეთნოსი, ეროვნება გადაერჩინათ, თუმცა, ახლა ალბათ, რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ და კანონში ამ სახით ცვლილებას შეიტანენ“, – ამბობს იგი.

 

მისივე განმარტებით, ამ პროცესის მიმართ ქართული მხარე მხოლოდ აღშფოთებას გამოხატავს და ასევე შეიძლება საერთაშორისო მეგობრობას საპროტესტო ნოტა გაუგზავნონ.

 

„ცოტა ხანში, როცა ახალ კანონს მიიღებენ უკვე ქართველების სახლებს კანონიერად უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეისყიდიან. გალის რაიონში აფხაზეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის აღწერა ჩაატარეს და პარალელურად სახლებიც აღრიცხეს, სადაც არავინ არ ცხოვრობს, ამას ისინი ეძახიან „ბეზხოზაინ“, ალბათ, პირველ რიგში, ამ ტიპის სახლები დაექვემდებარება გაყიდვას, დაახლოებით საუბარია 5-7 ათასამდე სახლზე, ყველა ეს აღრიცხული აქვთ და ეს პროცესი სამი წლის წლის წინ მოხდა“.

 

იგი მიიჩნევს, რადგანაც გალის რაიონში რუსეთის ცხრა სამხედრო ბაზაა განლაგებული, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, სადაც დაახლოებით 1000-მდე რუსი ცხოვრობს, სულაც არ არის გამორიცხული პირველ რიგში, უპირატესობა რუს სამხედროებს მიანიჭონ და მათ მიერ მოხდეს ქართველების მიერ მიტოვებული სახლ-კარის შეძენა.

 

ავტორი: თეა შონია 

 

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X