
,,ძალიან გთხოვთ, დაარეპორტოთ ეს გვერდი”, – ამის შესახებ მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ლელა წურწუმიას სახელზე ფეისბუქზე არაერთი ყალბი გვერდი შეიმნა, რომელთაც არაკეთილსინდისიერი მიზნით იყენებენ.
“ძალიან ბევრი წერილი მოდის, ახლაც პირდაპირ ეთერში გადის ვითომ ჩემი და მამულიჩას სახელით და ეს ადამიანი ჩემი სახელით ხალხს ფულს ძალავს, ყურადღებით დააკვირდით, ვირაცებმა მომწერეს ბარათებიდან თანხა მომიხსნესო, მე ნამდვილად არ ვარ და არ მინდა ამ სისულელეზე თავის მართლება, ეს ადამიანი იყენებს ჩემს სახელს, რომ თქვენ ფული გამოგძალონ… თაღლითები არიან და ესენი არიან ყველა ფეიკ გვერდები”, – აცხადებს ლელა წურწუმია.

ცნობისთვის, მოგვიანებით ვიდეომიმართვა გაავრცელა მომღეწრალმა ნინო ჩხეიძემაც და განაცხადა, რომ მის სახელს ადამიანებისთვის ფულის გამოძალვის მიზნით ბოროტად იყენებენ.






















