17:32 | 2021-02-24 ავტორი: Prime Time

“ძალიან გთხოვთ, გაავრცელეთ…” – ამირან გამყრელიძის მოწოდება

“ძალიან გთხოვთ, გაავრცელეთ…” – ამირან გამყრელიძის მოწოდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მოხერხდა ეპიდვითარების სტაბილიზირება, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს.

 

ამირან გამყრელიძე მოწოდებს ტელევიზიებს, გაავრცელონ ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად კორონავირუსი არ დამარცხებულა და რეკომენდაციები, როგორიცაა: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა და სხვა, ყველამ უნდა დაიცვას.

 

“პანდემიას მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს. პანმდემია მთელმა მსოფლიომ ერთად უნდა დაამარცხოს და ამისთვის ერთადერთი იარაღი გვაქვს სოციალური დისტანცირება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა და დამუშავება. მეტი ჯერ წამალი არ არის, ვაქცინა არ არის. გთხოვთ, ნუ მივეცემით თვითკმაყოფილებას, რომ საქარველომ თითქოს გაიმარჯვა კორონავირუსზე და შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ – არა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ავტორი: Prime Time

X