
„არსებობს ჩამოყალიბებული პროტოკოლი როგორ უნდა ვიმუშაოთ. ეს დაავადება არის შემეცნების პროცესში. ჩვენ ვიცით სხვა დაავადებები როგორ ვმართოთ, თუმცა ახლა ვართ ამ ვირუსის მკურნალობის შემეცნების პროცესში.
ბუნებრივია, რომ შეიცვლება მედიკამენტები და პროტოკოლები“,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროტოკოლისა და მედიკამენტების შესხებ ცალსახად ლაპარაკი რთულია, რადგან იგი მუდმივად იცვლება.
„მსოფლიოში და ასევე საქართველოში სხვადასხვა პრეპარატი იხმარება ვირუსთან საბრძოლველად.
ეს პრეპარატები ჩვენების მიხედვით იხმარება, თუ რა სახის პნევმონია აქვს პაციენტს, როგორ მიდის დაავადება და ა.შ. ამ საკითხის ასე გარჩევა არასწორია. ეს არის წმინდა სამედიცინო საკითხი და ექიმებს უნდა მივანდოთ.
უსიმპტომო პაციენტებს პლაქვენილით არ მკურნალობენ. მათ უბრალოდ აკვირდებიან.
მკურნალობის შედეგები კარგია, ჩვენც გვყავს პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდა ტესტირება და თუ მეორედაც უარყოფით პასუხს მივიღებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს პირველი გამოჯნმრთელებული პაცინეტი დატოვებს.
ძალიან კარგი პროგნოზით მედიკამენტი შეიძლება გვქონდეს შემოდგომაზე, ვაქცინაზე ლაპარაკია, რომ თუ ერთ წელში გვქონდა, ძალიან ბედნიერები ვიქნებით.
ეს არ არის მარტივი პროცესი და ის გზა, რომელიც აირჩია მედიცინამ, სწორად მიმაჩნია“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.
გუშინ თენგიზ ცერცვაძემ პროტოკოლისა და პლაქვენილის შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ სხვადასხვა აზრს განცხადებით უპასუა.
ამ დროისთვის საქართველოში 408 ადამიანი ინფიცირებული.
მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.






















