
„ძალიან კარგი ვაჟკაცი ადამიანი გამოაკლდა ოჯახს, სამსახურს, სამშობლოს”- ამის შესახებ ბათუმში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის დაკრძალვაზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. ნამდვილად გმირები არიან ეს ადამიანები ვინც აქ დგას. ყველა ყოველ დღე თითო სიცოცხლეს სწირავს მოქალაქეების გადასარჩენად. ერთ-ერთი ეს შემთხვევაც იყო.
სამწუხაროდ ეს ადამიანი გამოგვაკლდა, მართლა კარგი ადამიანი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე, ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ ოჯახს”- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, 25 წლის თორნიკე კიპაროიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მეხანძრე-მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
თორნიკე კიპაროიძეს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.
ავტორი: ნაირა ქობულაძე






















