23:52 | 2021-04-17 ავტორი: Prime Time

პირველი შემთხვევაა, როცა ბავშვზე ძალადობის ფაქტს მედია ასე პასუხისმგებლობით ეკიდება – მაია ცირამუა “კურიერში” გასულ სკანდალურ ინფორმაციაზე

პირველი შემთხვევაა, როცა ბავშვზე ძალადობის ფაქტს მედია ასე პასუხისმგებლობით ეკიდება – მაია ცირამუა “კურიერში” გასულ სკანდალურ ინფორმაციაზე

“პირველი შემთხვევაა, მგონი, როცა მედია ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტს ასე პასუხისმგებლობით ეკიდება”, – ასე ეხმაურება ბავშვთა ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა ბესო ზანგურზე “რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ სიუჟეტს.

 

“ძალიან კარგია, რომ კადრები არ აჩვენეს, ისედაც გასაგებია, რომ სერიოზულ მოძალადესთან გვაქვს საქმე.  ამის მტკიცებულებად მე პირადად კადრების ნახვა არ მჭირდება. სრულიად სწორი პოზიციაა გამოძიებისთვის ამ მასალის გადაცემა. პირველი შემთხვევაა, მგონი, როცა მედია ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტს ასე პასუხისმგებლობით ეკიდება”, – წერს მაია ცირამუა.

 

ცნობისთვის, ნინუცა მაყაშვილზე ძალადობის შესახებ რეპორტაჟის მომზადებისას “კურიერის” კამერამ გადაიღო კადრი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ბესო ზანგურის მხრიდან დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, საუბარია ბავშვის თანდასწრებით უხამს ქმედებებზე.

 

“კურიერმა” იურისტებთან და ბავშვთა უფლებების დამცველებთან კონსულტაციის შემდეგ, მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.

 

ავტორი: Prime Time

X