21:05 | 2021-03-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ძალიან მძიმე სანახავია“ – გოგა ჩანადირი ბორჯომში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

„ძალიან მძიმე სანახავია“ – გოგა ჩანადირი ბორჯომში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ბორჯომთან ახლოს დამწვარი ტყის სურათს აქვეყნებს:

 

„სულ ახალთახალ ფოტოზე თქვენ ხედავთ ბორჯომთან ახლოს დამწვარ ტყეს. ძალიან მძიმე სანახავია.
ხანძრის მიზეზი, უმეტესად, არასწორად დანთებული ან უყურადღებოდ დატოვებული კოცონია. ასევე, ხანძარს იწვევს საყოფაცხოვრებო ნარჩენები, გარემოში რომ ვტოვებთ. მინა, პოლიეთილენი, თუნუქი მზეზე ხურდება და ხანძარს აჩენს.

 

ტყე ჩვენი სიმდიდრეა და ვფიქრობ, ძალიან გონივრულად უნდა მოვეპყროთ. 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა.

 

ვულოცავ მეტყევეებსა და ტყის მოყვარულებს ამ დღეს”, – წერს ჩანადირი ფეისბუქზე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X