20:09 | 2021-11-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ძალიან მძიმე სურათი იყო, მადლობა ღმერთს, თუ მდგომარეობა დასტაბილურდა – სააკაშვილის ადვოკატი

ძალიან მძიმე სურათი იყო, მადლობა ღმერთს, თუ მდგომარეობა დასტაბილურდა – სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

 

ბასილაიამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციური სამსახურისგან მიიღო და შემდეგ მას შეატყობინა.

 

ბასილაია პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

 

გლანის მე-18 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევა
2021-11-18გლანის მე-18 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევა

 

,,კომუნიკაცია გვაქვს სახალხო დამცველის აპარატთან, რომელმაც გვითხრა, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. მეტი დეტალი არ ვიცი, უბრალოდ რადგან 1 საათის წინ უმძიმესი მდგომარეობა ვნახეთ და მთელი ქვეყანა დაზაფრულია ეს ინფორმაცია რომ არ ვთქვათ ამის მორალური უფლება არ გვაქვს. მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს ოფიციალურად თქვან როგორ არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან მძიმე სურათი იყო და მადლობა ღმერთს თუ მდგომარეობა დასტაბილურდა. გვინდა ვიცოდეთ უფრო მკაფიოდ და ნათლად რა მოხდა“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

მიხეილ სააკაშვილს რამე რომ მოუვიდეს, საქართველო​ ნაწლავებად იქცევა - მურმან დუმბაძე
2021-11-18მიხეილ სააკაშვილს რამე რომ მოუვიდეს, საქართველო​ ნაწლავებად იქცევა - მურმან დუმბაძე
 
იყო მცირეხნიანი გონების კარგვა, რომელიც ახლა არის აღდგენილი - პენიტენციური სამსახურის ექიმის პირველი კომენტარი სააკაშვილის მდგომარეობაზე
2021-11-18იყო მცირეხნიანი გონების კარგვა, რომელიც ახლა არის აღდგენილი - პენიტენციური სამსახურის ექიმის პირველი კომენტარი სააკაშვილის მდგომარეობაზე

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X