15:02 | 2021-11-04 ავტორი:

ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა – თამარ გაბუნია

ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა – თამარ გაბუნია

“არ შემიძლია, დღეს ამ თემას გვერდი ავუარო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ,საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა და ვაქცინაციის პროცესში ეკლესიის როლზე გაამახვილა ყურადღება.

 

მისი თქმით, ამ საკითხის მიმართ რელიგიური რწმენა და შეხედულებები ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ამდენად, მოწოდება არასამთავრობო სექტორის, მედიის, ისევ და ისევ საინფორმაციო კამპანია, მხარდაჭერა და პირადი მაგალითი აღმოჩნდა დადებით და ყველაზე ძლიერმოქმედი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებით. არ შემიძლია, დღეს ამ თემას გვერდი ავუარო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც პირებს, ვისაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლო. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ

ავტორი:

X