15:17 | 2020-05-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ძალიან მორიდებულია… კორტებზე რომ დგას, იქაც ეტყობა – მამა შალვა ბასილაშვილზე

ძალიან მორიდებულია… კორტებზე რომ დგას, იქაც ეტყობა – მამა შალვა ბასილაშვილზე

თავმდაბალი, მორიდებული და უბრალოდ, ადამიანი – ასე ახასიათებს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელია ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს.

 

მისივე თქმით, არ შეიძლება ადამიანი ასე მარტივად ლანძღო, როდესაც საქმეზე ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს.

 

„მე და ნიკა მეგობრები ვართ. ის ერთ-ერთი წარმატებული და საამაყო ქართველია. მისაბაძია. რა თქმა უნდა, მე ყველა ძალადობის წინააღმდეგი ვარ. განსაკუთრებით, ქალთა ძალადობაა მიუღებელი.

 

როგორ შეიძლება კაცი ქალს ეხებოდეს. შეურაცხყოფას აყენებდეს, ან თუნდაც ქალი კაცზე. მაგრამ ასე ვინმე გალანძღო, ყოვლად მიუღებელია.

 

Exclusive: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე
2020-05-25Exclusive: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე

 

შეიძლება ეს ადამიანი იგონებს რამეს, ან იქნებ აბრალებენ. ჩვენი ერის სენია, რომ რაღაცას გავიგებთ. ერთ დღეს საოცარ სიმაღლეზე ავიყვანთ და მერე გადმოვაგდებთ, ვლანძღავთ. ჯერ არავინ ვიცით, რა მოხდა.

 

მე მსგავსი თავმდაბლობის ადამიანი თითქმის არ მინახავს. ადამიანი რომელმაც ყველანაირ პოპულარულობას გაუძლო.

 

არასდროს არ გვინახავს ის ტელევიზიით. ძალიან გულიანია. მას შრომა უყვარს. უკარგესი ადამიანია. იმდენად მორიდებული კაცია, რომ თვალებში შეხედვა არ შეუძლია.

 

რამდენ რამეს მიაღწია. კორტებზე რომ დგას იქაც ეტყობა, როგორი მორიდებულია. ყველგან ეტყობა… ყველა გამოხატვაში. ის ჩემთვის ერთ-ერთი მისაბაძი ადამიანია,“- ამბობს მამა შალვა კეკელია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

 

 

რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ
2020-05-25რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X