11:14 | 2021-06-06 ავტორი: Prime Time

„ძალიან რთულია…“- გოგი წულაია ციხიდან განცხადებას ავრცელებს

„ძალიან რთულია…“- გოგი წულაია ციხიდან განცხადებას ავრცელებს

გოგი წულაია ციხიდან შუქრუთის მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს.

 

ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ პროტესტის მონაწილეები დასახულ მიზანს მიაღწევენ.

 

„სრულ სოლიდარობას და გვერდში დგომას ვუცხადებ, შუქრუთის მოსახლეობას.

 

ძალიან რთულია, როდესაც შენს მიწას და სახლს გინგრევს კომპანია საკუთარი მიზნებისთვის.

 

 

 

„ერთი ესაა პოლიტპატიმარი და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი
2021-05-19„ერთი ესაა პოლიტპატიმარი და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი" - ბაია პატარაია გოგი წულაიაზე (ვიდეო)

ჩემი თანამებრძოლები, დღეს მივიდნენ ამერიკის საელჩოსთან, სადაც მოინახულეს მოშიმშილეები და პირადად გადასცეს ჩემი გვერდში დგომა და სოლიდარობა.

 

იმედი მაქვს, მალე მიაღწევს ეს ხალხი თავიანთ დასახულ მიზანს,“ – წერს გოგი წულაია.

 

შეგახსენებთ,რომ ბრალდებული გოგი წულაია პარტიის დაარსებას აპირებს.

 

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.​ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ავტორი: Prime Time

X