21:38 | 2021-08-25 ავტორი: Prime Time

„ძალიან სამწუხარო ამბავი…“ – ინფექციური საავადმყოფო სამძიმრის წერილს ავრცელებს

„ძალიან სამწუხარო ამბავი…“ – ინფექციური საავადმყოფო სამძიმრის წერილს ავრცელებს

კორონავირუსით ქართველი მეცნიერი პაატა გიორგაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფო ინფორმაციას ავრცელებს.

 

„ძალიან სამწუხარო ამბავი. COVID-თან ბრძოლაში დამარცხდა კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი ბატონი პაატა გიორგაძე.

 

ბატონი პაატა იყო გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ქვეყნის ამაგდარი, გამორჩეული ინტელიგენტი და უბრალოდ დიდი პიროვნება. იგი ორი კვირა ებრძოდა COVID-ს. ცენტრის კოლექტივმა გააკეთა შესაძლობლობის მაქსიმუმი, თავგანწირვით იბრძოლა მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.

 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X