14:23 | 2021-10-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ძალიან სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად შეფუთონ – ია მეტრეველი 

ძალიან სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად შეფუთონ – ია მეტრეველი 

„ძალიან სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად შეფუთონ. უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც დამტკიცებულია და რაც კიდევ დამტკიცდება. ვინ მოთვლის, რაც მას აქვს ჩადენილი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ“ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა განაცხადა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ, იმიტომ რომ დააკავეს მთავარი შემოქმედი იმ ბოროტებისა, რაც 9 წლის განმავლობაში ტრიალებდა ქვეყანაში.

 

მინდა საქართველოში გათენდეს, ეს მთავრობა წავიდეს და მოვიდეს კოალიციური მთავრობა - ანზორ მელია
2021-10-02მინდა საქართველოში გათენდეს, ეს მთავრობა წავიდეს და მოვიდეს კოალიციური მთავრობა - ანზორ მელია

 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ძალოვან სტრუქტურებს, პრემიერ-მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ იდეალურად ჩატარებულ ოპერაციაში. ძალიან სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად შეფუთონ.

 

უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც დამტკიცებულია და რაც კიდევ დამტკიცდება. ვინ მოთვლის, რაც მას აქვს ჩადენილი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ. რაღაც დიდი პროვოკაცია იყო დაგეგმილი და ეტყობა ჩაეშალათ, თორემ ეგ კურდღელი აქ ჩამომსვლელი არ იყო“, – აცხადებს ია მეტრეველი.

 

1 ოქტომბერს სამართალდამცეველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X