
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი აღნიშნავს, რომ სინოდი დავითგარეჯის საკითხე არ არის ინფორმირებული და საშიშ თამაშში მოვხვდით.
„შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია მამა კირიონი, უყვარს ძალიან, ვთქვათ, სამშობლო, უყვარს ეკლესია, უყვარს დავითგარეჯი, მაგრამ, ხომ შეიძლება მის შეფასებებში ცდებოდეს მამა კირიონი?! ხომ შეიძლება მარტო მის შეფასებებზე არ იყოს დამოკიდებული ამ ორი ადამიანის ბედი?! მე მათ ამიტომ მივმართავ, რომ გაუძლონ, ყველაფერი კარგად იქნება, სამართალი აუცილებლად იზეიმებს.
მე მინდა ორივეს მივმართო, მე კარს ვერ გავუღებ მათ, მაგრამ მე მინდა მათ ბოდიში მოვუხადო და მე მინდა დავეთანხმო – ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ასეთი ბრალდების დაუზუსტებლად და დაუსაბუთებლად ასეთი იარლიყის მიკერება. – ძალიან საშიშ თამაშში მოვხვდით, როგორც ვაკვირდები“- განაცხადა „მთავარი არხის “ ეთერში მეუფე მელქისედეკმა.






















