
ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ძალიან დიდი უნამუსო უნდა იყო, რომ მას დაუკარგო ის დამსახურებები, რომელიც მას ქვეყნის წინაშე აქვს, – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ განაცხადა.
„ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ძალიან დიდი უნამუსო უნდა იყო, რომ მას დაუკარგო ის დამსახურებები, რომელიც მას ქვეყნის წინაშე აქვს.
მაგრამ, ერთი რამ მინდა ვთქვა, ვაკვირდებოდი ამ 40 დღის განმავლობაში, ხალხს რა რეაქცია ექნებოდა და ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინე განსხვავებული აზრი. ბევრი მოეგო გონს და რატომ?
ჩვენ ზოგადად, ძალიან შეგვაჩვიეს სიკვდილს. იმ სიკვდილის, რომლის გამოც, არ აგებენ პასუხს. ყველაფერს თავი დავანებოთ. წინა წლებს… ორი წელია პანდემია. ამდენი არაოგანიზებულობა იყო. ამის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. ამისთვის ჯერჯერობით პასუხი არავის არ უგია,“- განაცხადა თამარიკო ჭოხონელიძემ ერთ-ერთ გადაცემაში.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















